ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმატის 250-ქულიანი ტურნირის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი გამარჯვება იზეიმა, ძირითად ბადეში კი მარინ ჩილიჩს, ფაკუნდო დიას აკოსტას, ადრიან მანარინოსა და სტეფანოს ციციპასს აჯობა, რითაც ფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგან დანიილ მედვედევზე გავიდა.
ნიკამ თანაბარი პირველი სეტი ტაიბრეიკზე 8:6-ით მოიგო, რის შემდეგაც უპირატესობას მედვედევი დაეუფლა და გასულ წელს მოპოვებული ალმატის ტურნირის ჩემპიონობა წარმატებით დაიცვა - 7:6; 1:6; 3:6.
ბასილაშვილმა კარიერაში ATP-ის ტურნირებზე მე-10 ფინალში ითამაშა და ჩემპიონობა 5-ჯერ შეძლო. სრული სტატისტიკა ამ ბმულზეა.
მედვედევმა, რომელიც 2022 წელს 16 კვირის განმავლობაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, კარიერაში ჩატარებულ 45-ე ფინალში 25-ე ტიტულით დაასრულა.
ფინალში გასვლისთვის ბასილამ 177 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, 631 ქულა მოაგროვა და ATP-ის კლასიფიკაციის 128-ე პოზიციიდან 94-ეზე გადაინაცვლა.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მომავალ კვირას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გასამართ 500-ქულიან ტურნირზე მონაწილეობას გეგმავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ხვალისთვის დაზუსტება.