აბუ დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ დაპირისპირებაში ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში რუს პიტერ იანთან დამარცხდა.
დვალიშვილის მიერ პირველი ორი რაუნდის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, იანმა შემდგომ რაუნდებში სიტუაციის შემოტრიალება მოახერხა და მსაჯების გადაწყვეტილებით, 48-47 მოიგო.
ეს მერაბის ზედიზედ მეორე მარცხია იანთან - წინა დაპირისპირება რუსმა 2025 წლის დეკემბერში მოიგო, როცა საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
დვალიშვილმა კი ოქტაგონზე ყველაფერი დატოვა და ბოლომდე დაიხარჯა, რისთვისაც სრულიად საქართველო მადლობას უხდის!
მერაბ, მადლობა ბრძოლისთვის და გვჯერა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდები.