UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში პიტერ იანთან მარცხი ოქტაგონზევე შეაფასა.
დანიელ კორმიემ ქართველის მიერ ნაჩვენები ბრძოლა შეაქო და დვალიშვილს დაპირისპირების შეფასება სთხოვა:
„თავის მართლებას არ ვაპირებ, უფრო მეტი შემეძლო. იანი დღეს უკეთესი იყო და მომიგო.
ვულოცავ მას და მის ოჯახს ამ გამარჯვებას." - აღნიშნა ქართველმა ყოფილმა ჩემპიონმა.
იანმა საჩემპიონო ქამარი კარიერაში პირველად დაიცვა და ნებისმიერ კონტენდერთან ბრძოლის მზადყოფნაც გამოთქვა.