22 წლის ამერიკელმა სპორტსმენმა კარიერის ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა.
კანადის მასტერსის ფინალურ შეხვედრაში ბენ შელტონმა რუსი კარენ ხაჩანოვი 2 საათსა და 47 წუთში, მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე წაგების შემდეგ, შელტონმა მომდევნო ორი სეტი 6:4 7:6 მოიგო და კარიერაში პირველად დაეუფლა მასტერსის ტურნირს.
ფინალამდე განვლილი გზის განმავლობაში შელტონმა მანარინო, ნაკაშიმა, კობოლი, ალექს დე მინორი და თანამემამულე ტეილორ ფრიცი დაამარცხა.