კანადის მასტერსზე კაცთა თანრიგში ფინალური წყვილი გაირკვა.
ამ სეზონში ისე დაემთხვა, რომ ტურნირს თითქმის ყველა ტოპი ჩაეხსნა - ტორონტოს ტურნირზე მონაწილეობა ჯოკოვიჩმა, ალკარასმა და სინერმა იუარეს.
ფინალში ერთმანეთს რუსი კარენ ხაჩანოვი და ამერიკელი ბენ შელტონი დაუპირისპირდებიან.
ხაჩანოვმა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ალექსანდრ ზვერევი მძიმე ბრძოლაში, მატჩ-პოინტის მოგერიებით დაამარცხა 6:3 4:6 7:6.
შელტონმა კი თანამემამულე ტეილორ ფრიცი ორ სეტში (6:3 6:4) გაუშვა სახლში და მასტერსის ფინალში პირველად გავიდა.
შეხვედრა 8 აგვისტოს გამთენიისას გაიმართება.