ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გამართულ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა.
ტურნირზე ჩემპიონობა ნიკოლოზ კუტუბიძემ (68 კგ.) და ლევონ ბარდეღიანმა (75 კგ.) იზეიმეს, ხოლო გაბრიელ თავბერიძე (62 კგ.) ვიცე-ჩემპიონი გახდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ჩვენმა გუნდმა კიდევ 3 მედალი აიღო - ლევან ტოტიკაშვილი (38 კგ.), ლუკა საგინაძე (44 კგ.) და გიორგი ვაშაყმაძე (57 კგ.) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
შედეგად, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით, საქართველოს ნაკრებმა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ასევე, გოგონებს შორის, 46 კგ. წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიგო მაია შავაძემ, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში მოლდოველი რუსალინა პორტარუ 4:2 დაამარცხა და პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია