• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: 0:15 ჩამორჩენა და სოლიდური პერფორმანსი - ოკლაჰომამ მოედნის უპირატესობა დაიბრუნა
კალათბურთიკალათბურთი

VIDEO: 0:15 ჩამორჩენა და სოლიდური პერფორმანსი - ოკლაჰომამ მოედნის უპირატესობა დაიბრუნა

23 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში, მოქმედმა ჩემპიონმა ოკლაჰომა სიტი თანდერმა სან ანტონიო სპერსი სტუმრად დაამარცხა და მოედნის უპირატესობა დაიბრუნა - 2:1.


შეხვედრა ტექსასელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და ისინი საწყის წუთებში 15:0 დაწინაურდნენ - მას შემდეგ, რაც NBA-ში სტატისტიკურ მონაცემებს დეტალურად აითვლიან (ანუ 1996-97 წლების სეზონიდან), ეს ყველაზე დიდი გახსნითი მშრალი უპირატესობაა.


თანდერმა თამაში ნელ-ნელა დაალაგა, პირველი მეოთხედი 5-ქულიანი ჩამორჩენით დაასრულა, დანარჩენ სამივე მეოთხედში კი თავად დომინირებდა და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია - 123:108.


ოკლაჰომელებს კვლავ ულიდერა შაი გილჯეს-ალექსანდერმა, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა - 26 ქულა, 2 მოხსნა, 12 ასისტი. ჯარედ მაკკეინმა 24 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი ჩაიწერა აქტივში; ჯეილინ უილიამსს - 18 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი; ალექს კარუზოს - 15 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი; ჩეტ ჰოლმგრენს - 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი; ხოლო კეისონ უოლასს - 11 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი.


"ცხადია, გვებრძოდნენ და ამაში აღფრთოვანებული გულშემატკივარიც ეხმარებოდათ. თამაშის დასაწყისში ჩვენი მაქსიმუმი არ გაგვიკეთებია, მაგრამ ასეთი რაღაცებიც ხდება. ყველაფერი უკან დარჩა. ასეთ სიტუაციაში, რაც შეგიძლია გააკეთო, შეტევაზე ფოკუსირება და პასუხის გაცემაა, ჩვენც ეს გავაკეთეთ", - აღნიშნა მატჩის შემდეგ გილჯეს-ალექსანდერმა.


სან ანტონიოელთა მხარეს, საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო - 26 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი; დეივინ ვასელმა გუნდს 20 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი შესძინა; დე'აარონ ფოქსმა 15 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი მიითვალა; ხოლო სტეფონ ქასლის აქტივში 14 ქულა, 5 მოხსნა, 7 ასისტი გახლდათ.


"ეს ჩემი პირველი პლეი-ოფია, როგორც ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის. რა თქმა უნდა, რთული გამოცდები გველოდა. მოსალოდნელიც იყო, რომ შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო, მაგრამ ახლა ვნახოთ ჩვენი რეაქცია, რისგან შევდგებით", - ეს უკვე ვემბანიამას მატჩისშემდგომი შეფასებაა.


OKC-მა, სერიის საწყისი შეხვედრის შინ მარცხის შემდეგ, მოედნის უპირატესობა დაიბრუნა, მომდევნო თამაშს ისევ სან ანტონიოში ჩაატარებს (25 მაისის 04:00 საათზე), რის შემდეგაც სპერსს საკუთარ Paycom Center-ში მიიღებს - 27 მაისის 04:30 საათზე.


VIDEO: დამაჯერებლად და უკითხვისნიშნებოდ - ოკლაჰომამ სერიაში გაათანაბრა


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

კალათბურთი ნბა
კალათბურთი
გილჯეს-ალექსანდერი
ოკლაჰომა
სან ანტონიო
საქართველო
ვემბანიამა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ამჯერად საგოლე პასი - გაგუა სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ამჯერად საგოლე პასი - გაგუა სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთი დიდი სენსაციით - საქართველოს თასზე 1/8 ფინალური წყვილები გაირკვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთი დიდი სენსაციით - საქართველოს თასზე 1/8 ფინალური წყვილები გაირკვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფარიკაობის მსოფლიო - ბაზაძე 1/4 ფინალში დამარცხდა

•ქართული

ქართული

ფარიკაობის მსოფლიო - ბაზაძე 1/4 ფინალში დამარცხდა
•ქართული

ქართული

ბარსას ტოვებს - შენგელიას ახალი კლუბი ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

ბარსას ტოვებს - შენგელიას ახალი კლუბი ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

6 სთ წინ

VIDEO: ამჯერად საგოლე პასი - გაგუა სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა

News image

5 სთ წინ

ერთი დიდი სენსაციით - საქართველოს თასზე 1/8 ფინალური წყვილები გაირკვა

News image

3 სთ წინ

ფარიკაობის მსოფლიო - ბაზაძე 1/4 ფინალში დამარცხდა

News image

44 წთ წინ

ბარსას ტოვებს - შენგელიას ახალი კლუბი ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება