ჰონ კონგში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, სანდრო ბაზაძემ გამოსვლა დაასრულა.
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა (2025-ში გახდა) ტურნირის საწყისი 3 შეხვედრა მოიგო და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა, თუმცა იქ სამხრეთ კორეელ გუენდენ დოსთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
1/32 ფინალში დაასრულა ასპარეზობა 17 წლის გიორგი ურუშაძემ, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერ ეგვიპტელ აჰმედ ჰეშამისთან დამარცხდა.
ცნობისთვის, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გასულ, 2025 წელს თბილისში გაიმართა და სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში პირველად მოიპოვა - იქამდე ბრინჯაოსა (2022) და ვერცხლის მედალს (2023) დაეუფლა.