VIDEO: მამარდამ 67 წუთი ითამაშა - ლივერმა ამხანაგურ მატჩში სანდერლენდს მოუგო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის საზაფხულო სერიის ეგიდით, ლივერპულმა სანდერლენდის წინააღმდეგ ითამაშა და 4:2 გაიმარჯვა.
გიორგი მამარდაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 67 წუთი გაატარა - შემდეგ ფრედერიკ ვუდმენმა ჩაანაცვლა. ალისონ ბეკერი, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შვებულებაშია და გუნდს მომავალი კვირის დასაწყისში დაუბრუნდება, რათა ამერიკულ ტურნეში გაემგზავროს.
მამარდას შავმა კატებმა 2 გოლი გაუტანეს, ერთხელ სეივი შეასრულა - მისი მოედნიდან გასვლისას, ანგარიში 2:2 იყო.