VIDEO: ამჯერად საგოლე პასი - გაგუა სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სლოვაკეთის NIKE LIGA-ს 2026-27 წლების სეზონის პირველ ტურში, ქართველების დუნაისკა სტრედამ რუჟომბეროკთან სტუმრად 1:1 ითამაშა.
ცოტნე კაპანაძემ საწყისი 60 წუთი ითამაშა, გიორგი გაგუა კი მინდორზე სწორედ ბოლო ნახევარ საათში შევიდა და საგოლე გადაცემა გააკეთა - 72-ე წუთზე მინიმალური შეხება გააკეთა და ამარ რამადანი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა.
გაგუა ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება - ბოლო ამხანაგურ მატჩში გაიტანა, შემდეგ კონფერენს ლიგაზე ველეზ მოსტართან გუნდს პენალტით მოაგებინა, ახლა კი ასისტი შეასრულა. გასული სეზონის 26 ტურში 2 გოლი, 3 საგოლე პასი ჰქონდა.
დუნაისკა სტრედა მომდევნო ტურში შეხვდება ბანკა ბისტრიცას, რომელმაც გუშინ სლოვაკეთის ჩემპიონ და იბერია 1999-ის მეტოქე სლოვან ბრატისლავასთან 0:4 წააგო.