შვეიცარიის ქალაქ ნოტვილში გამართულ პარამძლეოსნობის გრან-პრიზე, გიგა ოჩხიკიძე ჩემპიონი გახდა.
ქართველმა სპორტსმენმა, ბირთვის კვრაში, საუკეთესო შედეგი აჩვენა - ბირთვი 7.41 მეტრზე გადაისროლა და ოქროს მედალს დაეუფლა.
35 წლის გიგა ოჩხიკიძე 2024 წლის ზაფხულის პარალიმპური თამაშების გამარჯვებული და იმავე წლის მსოფლიო ჩემპიონია.