ისტორიაში პირველად - ორბი ტყიბული სუპერლიგის პრიზიორია
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს სუპერლიგის რიგით 33-ე ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ტყიბულის ორბი გახდა.
ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში, იმერულ დერბიში ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ ქუთაისი 2010-ს აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა - 86:80.
მატჩის MVP ტყიბულელთა ლიდერი, ილია ლონდარიძე გახდა - პარკეტზე გატარებულ 22 წუთში, გუნდს 24 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი შესძინა, რითაც მისმა ეფექტიანობის კოეფიციენტმა 25 შეადგინა. გამარჯვებაში თითქმის ორმაგდუბლიანი წვლილი ჰქონდა შონ მურის - 15 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი, 4 ჩაჭრა.
ორბი ტყიბულმა საქართველოს სუპერლიგაში საპრიზო ადგილი ისტორიაში პირველად დაიკავა და მომდევნო სეზონს ბრინინჯაოსმედალოსნის სტატუსით შეხვდება.