VIDEO: რთული გამარჯვება - ფინალურ სერიაში თსუ დაწინაურდა
22 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს სუპერლიგის რიგით 33-ე ჩემპიონატის ფინალურ სერიაში, თსუ-მ ბათუმი 2010-ს პირველი შეხვედრა მოუგო - 82:76.
ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა დედაქალაქელებმა პირველი ნახევარი 14-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, თუმცა ზღვისპირელებმა მესამე მეოთხედში 13:0 გაქცევა შეძლეს და პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ანგარიში გაათანაბრეს - 61:61.
გადამწყვეტ მეოთხედშიც მაგარი ბრძოლა წავიდა, თუმცა ბოლო წუთებში უკეთესი მაინც მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, თსუ აღმოჩნდა - სერიაში უპირატესობაც მოიპოვა და მოედნის უპირატესობაც შეინარჩუნა.
თბილისელებს კვენტინ ჰარდრიქტმა ულიდერა - 20 ქულა, 6 მოხსნა, კურვოსიე მაკკოლიმ კი 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი ჩაიწერა აქტივში.
ბათუმელთაგან აკაკი დვალიშვილი (14 ქულა, 10 მოხსნა) და კარსონ ბაშამი (10 ქულა, 13 მოხსნა, 2 ასისტი) ორმაგი დუბლით გამოირჩნენ; გიორგი ოჩხიკიძეს 14 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი ჰქონდა; ლევან ბაბილოძეს - 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი; ხოლო მაირინ ტომასს - 11 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი.
საფინალო სერიის მეორე შეხვედრა კვლავ დედაქალაქში, თბილისი არენაზე, 23 მაისის 19:30 საათიდან გაიმართება. ჩემპიონობის მოსაპოვებლად, 3 მატჩის მოგებაა საჭირო.