ბელგიაში გამართულ ცურვის საერთაშორისო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა - 4 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.
ანა კალანდაძემ სამივე სინჯის თითო მედალი მოიგო, ანა ნიჟარაძის აქტივში 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალია, ნოე ფანცხავამ ოქროსა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
გარდა ამისა, ქართველმა ვაჟებმა 4x100 კომპლექსურ ესტაფეტაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.