• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ნიკო ჰულკენბერგის მოგზაურობა F1-ის პირველ პოდიუმამდე
სხვა სპორტისხვა სპორტი

ნიკო ჰულკენბერგის მოგზაურობა F1-ის პირველ პოდიუმამდე

17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნიკო ჰულკენბერგმა ბრიტანეთის გრან პრიზე ზღაპრულ შედეგს მიაღწია და ფორმულა 1-ში სადებიუტო პოდიუმზე ავიდა, მიღწევა, რომელსაც ის 238 რბოლა ელოდა.


ამას უფრო ტკბილს ის ფაქტი ხდის, რომ მოგზაურობა, რომელიც 15 წლის წინანდელი დებიუტიდან გერმანელმა მრბოლელმა აქამდე გაიარა, სავსე იყო აღმასვლით და დაღმასვლით.


უილიამსში დებიუტიდან ფორს ინდიაში დაბრუნებამდე


ახალგაზრდული ეტაპებზე შთამბეჭდავი აღმასვლა 2009 წელს GP2-ში მოპოვებული ტიტულით დასრულდა და ჰულკენბერგი 2010 წელს ფორმულა 1-ში დაწინაურდა, სადაც მისი დებიუტი უილიამსში შედგა 22 წლის ასაკში. ჰულკენბერგის მთავარი მომენტი ბრაზილიაში მოპოვებული პოულ პოზიცია იყო.


ამის მიუხედავად, ახალწვეული 2011 წელს პასტორ მალდონადოთი ჩაანაცვლეს. პელეტონზე ადგილის გარეშე დარჩენილი ჰულკენბერგი ფორს ინდიაში სატესტო მრბოლელი გახდა და 2012 წელს გუნდს უკვე სრულფასოვნად შეუერთდა.


2013 წელს ზაუბერში გატარებული ერთწლიანი პერიოდის შემდეგ, ჰულკენბერგი ფორს ინდიას ერთი წლის მერე კვლავ შეუერთდა და ამ გუნდში 2016 წლამდე ასპარეზობდა. ამ პერიოდში მისი საუკეთესო შედეგი მე-4 პოზიცია იყო, რომელსაც 3 შემთხვევაში მიაღწია.


მაგრამ გერმანელმა მრბოლელმა მოტოსპორტის გულშემატკივრებს მისი ტალანტის შესახებ დამატებით შეახსენა, როცა 24-საათიანი ლე მანი მოიგო პორშესთან ერთად 2015 წელს და ფორმულა 1-ის იმ გამორჩეულ მრბოლელებში შევიდა, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო.



რენოში გადასვლა და F1-დან მეორედ წასვლა


2017 წელს ჰულკენბერგი რენოში გადავიდა, როცა გუნდი აღმავალ ტრაექტორიაზე იყო. 2018 წლის კამპანია კარგად დაიწყო და გუნდი კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მე-4 ადგილზე იყო, ჰულკენბერგმა კი კარიერის საუკეთესო მე-7 ადგილი დაიკავა მრბოლელთა დავაში.


2019 წლის სეზონი უფრო რთული იყო. ჰულკენბერგისთვის პირველი პოდიუმი რეალური იყო მისი გულშემატკივრების წინაშე გერმანიის გრან პრიზე და ერთი მომენტი რენოს პილოტი მე-2 პოზიციაზეც იყო, თუმცა გარდამავალი კონდიციების პირობებში, ის მე-4 პოზიციაზე ჩამოქვეითდა, რაც იმ მომენტში მისთვის რთულად შესაგუებელი აღმოჩნდა.


წლის ბოლოს ჰულკენბერგს F1-დან მეორედ წასვლა მოუწია და ის ესტებან ოკონით ჩაანაცვლეს - თუმცა, კიდევ ერთხელ, გერმანელმა უკან დასაბრუნებელი გზა კვლავ მოძებნა.


ჰულკენბერგის სრულფასოვანი დაბრუნება


2020 წელს, კოვიდ-19 პანდემიის გამო შემოკლებულ ფორმულა 1-ის სეზონში ჰულკენბერგს ბრიტანეთის გრან პრიზე რეისინგ პოინტში სერხიო პერესის ჩანაცვლება მოუწია, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა.


სოლიდური კვალიფიკაციის შემდეგ, ჰულკენბერგმა რბოლა ვერ დაიწყო ბოლიდის ტექნიკური პრობლემების გამო, თუმცა ერთი კვირის შემდეგ საიუბილეო გრან პრიზე, გერმანელმა მრბოლელმა რეისინგ პოინტის ბოლიდი კვალიფიკაციაში მე-3 ადგილზე გაიყვანა და რბოლაში მე-7 პოზიციით ქულებიც მოიპოვა.


მან ქულები კიდევ მიითვალა, როცა ლენს სტროლი ჩაანაცვლა ნურბურგრინგზე, 2022 წელს კი ის კოვიდ-პოზიტიური სებასტიან ფეტელის ნაცვლად გამოჩნდა ასტონ მარტინში 2 რბოლის განმავლობსაში.


ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჰულკენბერგს მესამედ მისცემოდა F1-ის სრულფასოვანი მრბოლელის სტატუსი და მან 2023 წელს ჰაასთან გააფორმა კონტრაქტი. მისი პარტნიორი კევინ მაგნუსენი იყო, ვეტერანი პილოტების გამოცდილება და სტაბილურობა ამერიკულ გუნდს წინსვლაში დაეხმარა და 2024 წლის კონსტრუქტორთა დავაში მე-7 ადგილი დაიკავა, რაც მათი საუკეთესო შედეგი იყო 2018 წლის შემდეგ.



საოცნებო პოდიუმი ზაუბერში რეალური გახდა


ჰულკენბერგის ჰაასში პერფორმანსმა სხვების ყურადღებაც მიიპყრო, მათ შორის ზაუბერის, რომელიც გერმანელს 2025 წლისთვის შეუთანხმდა, სანამ გუნდი 2026-ში აუდი გახდება.


გუნდისთვის ეს არ იყო სეზონის ყველაზე ადვილი დასაწყისი - მე-2-დან მე-8 რბოლამდე უქულო სერია - თუმცა ჰულკენბერგმა თავისი სტაბილურობით კვლავ შეძლო ქულების აღება ესპანეთში გამართული მე-9 რბოლიდან მოყოლებული.


გუნდში სიხარული მოჰყვა, როცა ავსტრიაში ჰულკენბერგმაც და მისმა ახალწვეულმა გუნდელმა, გაბრიელ ბორტოლეტომ როცა შეძლეს ქულების აღება - ერთი კვირის შემდეგ სილვერსტოუნზე, კი ამის მიღწევა რეალური აღარ ჩანდა, რადგან კვალიფიკაციაზე ბორტოლეტომ მე-16 პოზიცია დაიკავა, ჰულკენბერგმა კი - მე-19.


როგორღაც ეს ყველაფერი დრამატულად შეიცვალა რბოლის დღეს. ამინდის შეცვლის გამო, ჰულკენბერგმა ხაზი გაჭრა და მოახერხა, რომ ლუის ჰამილტონთან ერთად მე-3 ადგილისთვის ებრძოლა, საბოლოოდ კი თავის 239-ე რბოლაში თავისი პირველი პოდიუმი მოიპოვა F1-ში.


37 წლის გერმანელმა შეძლო და დაასრულა ცნობილი სერია, რომლის მიხედვითაც ის ყველაზე გამოცდილი მრბოლელი იყო პოდიუმის გარეშე. ახლა ეს რეკორდი ასევე გერმანელ ადრიან სუტილს ეკუთვნის (128 რბოლა).


რბოლის შემდეგ ჰულკენბერგმა თავისი მოგზაურეობა ღიმილიანი სახით შეაფასა: "დიდი დრო დასჭირდა ამას, არა? ყოველთვის ვიცოდი, რომ ამას სადღაც შევძლებდი."

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფორმულა 1

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მაკლარენის დუბლი და ჰულკენბერგის პირველი პოდიუმი

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაკლარენის დუბლი და ჰულკენბერგის პირველი პოდიუმი
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

კრისტიან ჰორნერი და რედ ბული - ეპოქის დასასრული

•
•სხვა სპორტი
კრისტიან ჰორნერი და რედ ბული - ეპოქის დასასრული
•
•სხვა სპორტი

ფორმულა 1 - მაქსის საოცარი კვალიფიკაცია სილვერსტოუნზე

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ფორმულა 1 - მაქსის საოცარი კვალიფიკაცია სილვერსტოუნზე
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

BREAKING: რედ ბულმა კრისტიან ჰორნერი გაათავისუფლა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

BREAKING: რედ ბულმა კრისტიან ჰორნერი გაათავისუფლა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

06 ივლ, 2025

მაკლარენის დუბლი და ჰულკენბერგის პირველი პოდიუმი

News image

10 ივლ, 2025

კრისტიან ჰორნერი და რედ ბული - ეპოქის დასასრული

News image

05 ივლ, 2025

ფორმულა 1 - მაქსის საოცარი კვალიფიკაცია სილვერსტოუნზე

News image

09 ივლ, 2025

BREAKING: რედ ბულმა კრისტიან ჰორნერი გაათავისუფლა