ფორმულა 1-ში ბრიტანეთის გრან პრი იმართება, დღეს სილვერსტოუნზე კვალიფიკაცია შედგა.
პოულ პოზიციის ფავორიტები მაკლარენი და ფერარი იყვნენ, თუმცა საბოლოოდ მაქს ვერსტაპენმა საოცარი წრე დააფიქსირა და პოული სწორედ მან მოიპოვა.
რედ ბულის ნიდერლანდელმა პილოტმა უსწრაფესი წრე (1:24.892) დააფიქსირა და ოსკარ პიასტრის (მაკლარენი) 0.103 წამით აჯობა.
რბოლის სტარტზე მე-3 ასევე მაკლარენის მრბოლელი, ლანდო ნორისი იქნება, რომელიც მაქსს 0.118 წამით ჩამორჩა.
კვალიფიკაციაზე ადგილები ასე განაწილდა:

რბოლა 6 ივლისს, 17:00 საათზე დაიწყება.