ფორმულა 1-ში სილვერსტოუნის ტრასაზე ბრიტანეთის გრან პრი გაიმართა, რომელიც მაკლარენის დუბლით დასრულდა.
რბოლის გამარჯვებული ლანდო ნორისი გახდა, რომელმაც საშინაო რბოლა კარიერაში პირველად მოიგო და გახდა 25-ე ბრიტანელი, ვინც ეს გააკეთა.
მეორე ადგილი ოსკარ პიასტრიმ დაიკავა, რომელმაც რბოლის დროს 10-წამიანი ჯარიმა დაიმსახურა, თუმცა პოდიუმზე თავისი ადგილი მაინც დაიკავა.
მაკლარენის ტრიუმფი გასაკვირი ნამდვილად არ იყო, პოდიუმზე მე-3 ადგილი კი ზაუბერმა და ნიკო ჰულკენბერგმა დაიკავეს.
გერმანელი პოდიუმზე კარიერაში პირველად მოხვდა, ამისთვის კი მას 239 რბოლა დასჭირდა, რითიც ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი სერია დაასრულა. ამ ფაქტს კიდევ უფრო აღსანიშნავს ის ხდის, რომ ნიკომ რბოლა მე-19 პოზიციიდან დაიწყო.
სილვერსტოუნზე ქულები ასე განაწილდა:
1. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 25 ქულა
2. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 18 ქულა
3. ნიკო ჰულკენბერგი (ზაუბერი) - 15 ქულა
4. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 12 ქულა
5. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 10 ქულა
6. პიერ გასლი (ალპინი) - 8ქულა
7. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) - 6 ქულა
8. ალექს ალბონი (უილიამსი) - 4 ქულა
9. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 2 ქულა
10. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 1 ქულა
საჩემპიონო დავაში 24-დან 12 რბოლის ჩატარების შემდეგ, ოსკარ პიასტრისა და ლანდო ნორისს შორის 8 ქულაა.
1. ოსკარ პიასტრი - 234 ქულა
2. ლანდო ნორისი - 226 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი - 165 ქულა
4. ჯორჯ რასელი - 147 ქულა
5. შარლ ლეკლერი - 119 ქულა
6. ლუის ჰამილტონი - 103 ქულა
კონსტრუქტორთა დავაში კი მაკლარენი უდიდეს უპირატესობას ფლობს.
1. მაკლარენი - 460 ქულა
2. ფერარი - 222 ქულა
3. მერსედესი - 210 ქულა
4. რედ ბული - 172 ქულა
ფორმულა 1-ის მორიგი გრან პრი ბელგიაში 25-27 ივლისს გაიმართება.