ენცო მარესკამ გაუარესებული შედეგების ფონზე, მასზე გაზრდილ ზეწოლაზე ისაუბრა.
ლონდონურმა კლუბმა ბოლო 4 მატჩიდან ყველა ტურნირზე 3 წააგო.
„დადებითი განწყობა უნდა შევინარცუნოთ, იმიტომ რომ, ეს პირველ რიგში ფეხბურთელებს სჭირდებათ. მეორე მხრივ კი მიმაჩნია, რომ ნეგატივის მიზეზიც არ გვაქვს.
სტატისტიკა მეც მაჩვენეს: ბოლო 6 მატჩიდან 5 წავაგეთ და 4 მათგანში ჩელსის ფეხბურთელი მოედნიდან იყო გაძევებული.
ბუნებრივია, გამარჯვება უფრო მოგვწონს, მაგრამ არანაირ ზეწოლას არ აქვს ადგილი. ერთადერთი ზეწოლა მდგომარეობს იმაში, რომ როცა ჩელსის წარმომადგენელი ხარ - უნდა იგებდე. ამაში ეჭვი არავის გვეპარება.
თუმცა, რეალობა ის არის, რომ სხვადასხვა მიზეზებით, იქნება ეს გაძევებები თუ ტრავმები, ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთი წავაგეთ. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ასე ცუდად არ არის." - აღნიშნა მარესკამ.