ენცო მარესკას ჯერჯერობით გათავისუფლება არ ემუქრება.
The Telegraph-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას მწვრთნელის მიმართ საკმარისი ნდობა გააჩნია და მის მუშაობას მხოლოდ სეზონის ბოლოს შეაფასებენ.
გულშემატკივართა უკმაყოფილების მიუხედავად, კლუბის მენეჯერები მცირე ჩავარდნის გამო პანიკაში არ ვარდებიან და სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
კლუბის ამ სეზონის მიზანი პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრა და ევროტურნირებზე სათანადოდ გამოსვლაა - ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მარესკა ამ მისიას შეასრულებს.
ყველა ტურნირზე ჩელსიმ ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო. უახლოეს შეხვედრებში გუნდი ბენფიკას და ლივერპულს დაუპირისპირდება.