ჩელსის შემტევი პედრუ ნეტუმ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ენცო მარესკას გამოექომაგა.
ლონდონურმა გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო, რის ფონზეც მარესკას შესაძლო გაშვებაზე საუბრებმა იმატა, გულშემატკივრები კი მას აქტიურად აკრიტიკებენ.
„მინდა უკეთ ვთამაშობდე, მეც და მთელ გუნდსაც. საკუთარ თავს ძალიან მაღალ სტანდარტებს ვუწესებთ და შარშან დავამტკიცეთ, რა შეგვიძლია. ვაპირებთ, წელსაც იგივე გავიმეოროთ.
ფეხბურთი ასეთია. ერთი დღე საუკეთესო ხარ, მეორე დღეს კი წააგებ და ყველაზე ცუდი ხდები. როცა მწვრთნელი იგებდა - საუკეთესო იყო, ახლა კი როცა აგებს, უვარგისია.
ეს ფეხბურთელებსაც ეხება. როცა საკლუბო მუნდიალი მოვიგეთ, საუკთესოები ვიყავით, ახლა კი უვარგისები გავხდით." - აღნიშნა პორტუგალიელმა შემტევმა.