უახლოეს მატჩებში ჩელსის კოულ პალმერი ვერ დაეხმარება.
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ბარძაყის კუნთი მანჩესტერთან წინა კვირის მატჩში დაიზიანა და ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე მწყობრში ვერ დაბრუნდება.
„გადავწყვიტეთ, რომ კოულს გავუფრთხილდეთ, რათა ტრავმა არ გაუმიზეზდეს. გვინდა, სანაკრებო პაუზამდე ის 2-3 კვირა დავასვენოთ და დავაკვირდეთ, გამოჯანმრთელდება 100%-ით თუ ვერა.
არამგონია, ოპერაცია დასჭირდეს. უბრალოდ, ბარძაყში ტკივილი უნდა გაუქრეს." - აღნიშნა ჩელსის მწვრთნელმა ენცო მარესკამ.
შესაბამისად, პალმერი პრემიერ ლიგაშიც ბრაიტონთან და ლივერპულთან, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ბენფიკასთან მატჩებს გამოტოვებს.