ენცო მარესკას თქმით, მას ერჩივნა, რომ რობერტ სანჩესის გაძევების მომენტში მანჩესტერს გოლი გაეტანა.
- მეკარეს სწრაფად უწევს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თქვენი გადმოსახედიდან, ხომ არ გერჩივნათ, რომ მეტოქეს იმ მომენტში გოლი გაეტანა? ასეთ შემთხვევაში 0:1 გახდებოდა ანგარიში, მაგრამ 11 კაცით დარჩებოდით მოედანზე.
"ხუთი კაცით გვიტევდნენ და სხვა გზა არ იყო", - ენცო მარესკა
„ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან წინ კიდევ 95 წუთი გვექნებოდა სიტუაციის გამოსასწორებლად.
ვფიქრობ, რობერტიც ხვდება ამას. თუმცა, იმ მომენტში რთული გასააზრებელია, რადგან გადაწყვეტილება 1 ან 2 წამშია მისაღები.
თუ პირადად მე მკითხავთ, მირჩევნია მატჩის დაწყებიდან სამ წუთში გოლი გავუშვა, ვიდრე მინუს ერთი კაცით დავრჩე." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.