ჩელსის მწვრთნელმა ენცო მარესკამ მანჩესტერთან წაგებული მატჩი შეაფასა.
ოლდ ტრაფორდზე გამართული შეხვედრა იუნაიტედმა 2:1 მოიგო. მატჩის მე-3 წუთზე ჩელსის მეკარე რობერტ სანჩესი გააძევეს მოედნიდან, პირველი ტაიმის მიწურულს კი კაზემირომ მიიღო მეორე გაფრთხილება და გუნდები რაოდეობრივად გათანაბრდნენ.
„სამ წუთში მიღებულმა წითელმა ბარათმა ყველაფერი შეცვალა. მათი გაძევების შემდეგ, როცა მოედანზე 10-10 კაცი დარჩა, თამაში ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალდა და უკეთ ავთამაშდით.
კი, საწითლე ეპიზოდი იყო, თუმცა ჩვენ ჟოაო პედროზე ჯარიმის გამო უნდა დაგვერტყა პენალტი.
სამი ცვლილება პირველივე ტაიმში? ხუთი კაცით გვიტევდნენ და იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ ხუთი კაცით დაგვეცვა თავი. როცა თამაში 11-11-ზეა, მაშინ ოთხი კაცითაც შეიძლება თავის დაცვა.
მათი გაძევების შემდეგ გაცილებით უკეთ ავთამაშდით.
დღეს დილას პალმერმა შემოწმება გაიარა და ის 100%-ით არ იყო მზად. კლუბმა, თანაგუნდელებმა და ყველამ დიდი შრომა გაიღო, რომ მას ეთამაშა, თუმცა ბოლომდე მზად არ აღმოჩნდა.
თამაში უკეთ უნდა დაგვეწყო. ოლდ ტრაფორდზე სამ წუთში ათი კაცით დარჩენა არ უნდა დაუშვა." - აღნიშნა იტალიელმა მწვრთნელმა.