იტალიის სუპერ თასის მეორე ნახევარფინალურ მატჩში, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა, კოპა იტალიას გამარჯვებული ბოლონია ინტერს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე მილანელები მარკუს ტურამმა დააწინაურა.
35-ე წუთზე ბოლონიელბმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. ინტერის კარში დანიშნული პენალტი ზუსტად რიკარდო ორსოლინიმ შეასრულა და ანგარიში 1-1 გახადა.
მატჩის ძირითადი დროის დარჩენილ ნაწილში ანგარიში აღარ შეცვლილა და 90 წუთის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა.
ინტერის 3 გაფუჭებული პენალტის შემდეგ გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ჩირო იმობილემ შეასრულა და ბოლონიას პენალტების სერია 3-2 მოაგებინა, შედეგად ფინალში სწორედ კოპა იტალიას გამარჯვებული გავიდა.
სუპერ თასის ფინალში ბოლონია სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონ ნაპოლის დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ინტერის თანაქალაქელი მილანი დაამარცხა.
გადამწყვეტი მატჩი საუდის არაბეთში 22 დეკემბერს გაიმართება.
VIDEO: დამაჯერებელი გამარჯვება მილანთან — ნაპოლი სუპერთასის პირველი ფინალისტია