ნოემბრის სანაკრებო სეზონის დაწყებამდე, საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნების 35-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
8 და 15 ნოემბერს, ბორჯღალოსნები ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, აშშ-სა და კანადის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.
22 ნოემბერს კი საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე იაპონიას უმასპინძლებს.
