გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა, ზედიზედ 4 წაგების შემდეგ, სტუმრად შარლოტ ჰორნეთსი დაამარცხა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა - 123:107.
მეჯიქს ფრანც ვაგნერმა ულიდერა - 21 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი, ხოლო პაოლო ბანკეროს სამმაგ დუბლამდე თითო-თითო მოხსნა-ასისტი დააკლდა - 20 ქულა, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა.
ბითაძემ პარკეტზე 13:21 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 6 ქულითა და 3 მოხსნით დაეხმარა.
6 მატჩის შემდეგ, ორლანდოს 2 გამარჯვება (ასევე მაიამისთან მოიგო) და 4 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილზე იმყოფება.
გუნდი მომდევნო თამაშს 2 ნოემბრის 03:00 საათზე, ვაშინგტონ ვიზარდსის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.