საქართველოს ეროვნული ნაკრები კვირას, 15 მარტს, მადრიდში 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას გამართავს.
ბორჯღალოსნებისა და პორტუგალიის სატიტულო შეხვედრა საქართველოს დროით 21:45 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მე-18-ედ გახდება რაგბი ევროპის ჩემპიონი და ტიტულს ზედიზედ მეცხრედ შეინარჩუნებს, რითაც საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს.
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. ბექა გორგაძე (პო); 22. მიხეილ ალანია (ვანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).