სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიური Repubblica ფლორენციიდან ედოარდო ბოვესთან დაკავშირებით პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ღამემ კარგად ჩაიარა და ფიორენტინას მოთამაშე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან 13 საათის შემდეგ მოხსნეს. ედოარდო გონს მოვიდა და შეკითხვებსაც პასუხობს. 22 წლის ბოვეს თავის ტვინსა და გულზე ზიანი არ აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მატჩში ფიორენტინასა და ინტერს შორის, ფლორენციელთა მოთამაშე თამაშის დროს უგონოდ დაეცა.
მას მოედანზევე სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იყო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები