ბრაზილიელმა მცველმა ეგვიპტესთან გუშინდელ ამხანაგურში ტრავმა მიიღო.
როგორც დღევანდელმა გამოკვლევამ დაადგინა, რომას და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე დაზიანების გამო ვერ დაეხმარება.
მის ნაცვლად კარლო ანჩელოტიმ ატალანტას ნახევარმცველი, ედერსონი გამოიძახა.
სხვათაშორის, ეს ის ედერსონია, რომელიც ამ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედს შეუერთდება და გუნდში დიდი როლი დაეკისრება - კაზემიროს შეცვლა.
ჯგუფში ბრაზილია ეგვიპტეს, მაროკოს და ჰაიტის ნაკრებებს დაუპირისპირდება.