ამერიკაში, კანზას-სითიში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი ტრუსტის გამზირზე მოხდა, რაც სულ რაღაც ოთხი მილის დაშორებითაა იმ სასტუმროდან და სავარჯიშო ბაზიდან, სადაც ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დროს უნდა დაბინავდეს.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე შაბათს, გამთენიისას მივიდნენ, თუმცა სროლის დაწყების შემდეგ ხალხი უკვე დაშლილი იყო. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში ცხრა ზრდასრული ადამიანი გადაიყვანეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის და გამოძიება გრძელდება.
ინგლისის ნაკრები, რომელიც ამჟამად ფლორიდაში ემზადება და პირველ ამხანაგურ მატჩში ახალი ზელანდია 1:0 დაამარცხა, კანზას-სითიში 13 ივნისს უნდა ჩაფრინდეს.
გუნდი სვოპ სოკერ ვილიჯის კომპლექსში ივარჯიშებს, სადაც მათ გარდა ბაზები არგენტინისა და ნიდერლანდების ნაკრებებსაც აქვთ გამოყოფილი.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მომხდარზე კომენტარისგან თავი შეიკავა.