ხულიან ალვარესისთვის ბრძოლაში შესაძლოა მადრიდის რეალიც ჩაერთოს.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ფლორენტინო პერესმა დააანონსა, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში, რომელიც გუშინ ოფიციალურად მოიგო, სამშაბათს (ანუ უკვე ხვალ), ერთ-ერთი ვარსკვლავის სანაცვლოდ 150 მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს.
პრესამ ჯერ ვიტინია და ჟოაო ნევეში ივარაუდა, შემდეგ მაიკლ ოლისე, თუმცა გუშინ ჟურნალისტმა ხოსე ლუის სანჩესმა დაწერა, რომ საუბარი სულ სხვა ფეხბურთელზეა და ეს იქნება სრულიად მოულოდნელი ყველა მადრიდისტასთვის.
როგორც დღეს Sky Sports-ის ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი წერს, რეალი ატლეტიკოს ფორვარდის, ხულიან ალვარესის გარემოცვას პოტენციურ ტრანსფერზე დაუკავშირდა.
რამდენადაც ცნობილია, ატლეტიკო მზადაა ფეხბურთელს 150 მილიონ ევროდ შეელიოს, რის შეთავაზებასაც ფლორენტინო ხვალ აპირებს.
ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ მადრიდში არგენტინელის ნიჭს ძალიან აფასებენ.
რამდენიმე კვირის წინ ბარსელონამ ალვარესის სანაცვლოდ ატლეტიკოს 100 მილიონი ევრო შესთავაზა, რომელსაც მადრიდულმა კლუბმა პასუხიც კი არ გასცა და კატალონიელები მხოლოდ სოციალურ ქსელში დატროლა.