მადრიდის რეალში ჟოზე მოურინიოს დაბრუნებასთან ერთად, კლუბის სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებაც აქტიურ ფაზაში შედის.
ესპანელი ჟურნალისტის, რამონ ალვარეს დე მონის ინფორმაციით, სამეფო კლუბის ლეგენდარული ყოფილი მცველი პეპე პორტუგალიელი სპეციალისტის ასისტენტი გახდება.
პეპემ მადრიდის რეალში 2007-დან 2017 წლამდე გაატარა, სადაც 334 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და გუნდის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ის მოურინიოსთან მადრიდში 2010-2013 წლებშიც მუშაობდა და მწვრთნელის ერთ-ერთი ყველაზე სანდო საყრდენი იყო. მოურინიოს მიაჩნია, რომ პეპეს ავტორიტეტი, ლიდერული თვისებები და კლუბის შიდა სამზარეულოს იდეალური ცოდნა ახალ პროექტს დიდ სარგებელს მოუტანს.
პეპეს გარდა, მოურინიო მადრიდში ბენფიკადან თავის სამუშაო ჯგუფსაც გადმოიყვანს. მთავარი ასისტენტის როლს ჟოაო ტრალიაო მოირგებს, ხოლო პედრო მაჩადო, რომელიც მწვრთნელთან ფენერბაჰჩეშიც მუშაობდა, კვლავ მის გვერდით იქნება. ანალიტიკოსის პოზიციას კი რობერტო მერელა დაიკავებს, რომელთანაც მოურინიომ თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2022 წელს, რომაში დაიწყო.