მერსისაიდული გუნდი მიმდინარე ზაფხულს შემადგენლობის სერიოზულ განახლებას აპირებს.
GIVEMESPORT-ის ინსაიდერ ბენ იაკობსის ინფორმაციით, ლივერპული კრისტალ პალასის ნახევარმცველის, ადამ ვარტონის ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა ცოტა ხნის წინ „მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად“ დაახასიათა.
გასულ სეზონში არასტაბილური თამაშის შემდეგ, ლივერპულის ახალ თავკაცს, ანდონი ირაოლას შუა ხაზის გაძლიერება სურს, რადგან ალექსის მაკ ალისტერმა და რაიან გრავენბერხმა მოლოდინები ვერ გაამართლეს.
ვარტონი, რომელიც მოულოდნელად თომას ტუხელის მუნდიალის განაცხადს მიღმა დარჩა, მერსისაიდელთა თვალთახედვის არეში მოექცა.
გარდა ამისა, კლუბი სერიოზული დანაკარგების წინაშეა - გუნდი ენდი რობერტსონმა, მოჰამედ სალაჰმა და იბრაჰიმა კონატემ დატოვეს, კოდი გაკპოს კი წასვლა სურს. სალაჰის შემცვლელად ლივერპული ლაიფციგის 19 წლის ვარსკვლავის, იან დიომანდეს ტრანსფერს განიხილავს, თუმცა გერმანელები ფეხბურთელში 100 მილიონ გირვანქაზე მეტს ითხოვენ. 100-მილიონიან სამიზნეთა შორის ბრედლი ბარკოლაც ფიგურირებს.