Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ლორია დინამო თბილისში დაბრუნდა.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე უკვე გაფორმდა. შემდეგ კი თანამშრომლობის გაგრძელებაზე საუბარი შედგება.
ლორია დინამოში 2005-2014 და 2023-2024 წლებში თამაშობდა. ბოლოს ქართველი მეკარე კვიპროსული ომონია არადიპუს ღირსებას იცავდა.
გიორგი ლორიამ სულ ცოტა ხნის წინ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ფარერის კუნძულებთან მან ეროვნული გუნდის მაისურით ბოლო, 79-ე მატჩი ჩაატარა.