ფლორიან ვირცი ლევერკუზენიდან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და ლივერპული ლევერკუზენს ბონუსების ჩათვლით გერმანელი შემტევის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს გადაუხდის.
თავად ფეხბურთელს მერსისაიდულ კლუბთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას.
უახლოეს პერიოდში ვირცი ლივერპულში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს ხელს ოფიციალურად მოაწერს.
სატრანსფერო ღირებულებით ეს ფეხბურთის ისტორიაში მე-3 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება ნეიმარის (222 მილიონად ბარსადან პსჟ-ში) და კილიან მბაპეს (180 მილიონად მონაკოდან პსჟ-ში) შემდეგ.