UFC 317-ის შემდეგ P4P რეიტინგი კვლავ განახლდა.
თუ აქამდე, ჯონ ჯონსის წასვლის შემდეგ, ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი რეიტინგში მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებდნენ, თოფურიას ჩარლზ ოლივეირასთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა.
ბრაზილიელ მებრძოლთან გამარჯვებით ილია თოფურიამ P4P რეიტინგში ისლამ მახაჩევს გადაუსწრო და პირველ (!!) ადგილზე გადაინაცვლა.
მერაბ დვალიშვილი ჯერჯერობით მე-3 ადგილზე რჩება:
ტოპ 10:
1. ილია თოფურია (+2 პოზიცია)
2. ისლამ მახაჩევი (-1)
3. მერაბ დვალიშვილი
4. დრიკუს დუ პლესი
5. ალეშანდრე პანტოჟა (+4)
6. ალექსანდრ ვოლკანოვსკი
7. მაგომედ ანკალაევი (-2)
8. ჯეკ დელა მადალენა (-1)
9. ტომ ასპინალი (-1)
10. ალექს პერეირა (-1)
გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის ტოპ 15-ში დაბრუნდა!