პრემიერ ლიგის 37-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა შინ ნოტინგემი 3:2 დაამარცხა.
იუნაიტედის რიგებში გოლებით თავი ლუკ შომ, მათეუს კუნიამ და ბრაიან მბიუმომ გამოიჩინეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მატჩში ის მოხდა, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-20 საგოლე პასი მიითვალა ბრუნო ფერნანდეშმა - ეს ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდის გამეორებაა, რომელიც აქამდე დე ბრუინს და ტიერი ანრის ეკუთვნოდა.
ყველა დროის რეკორდის დასამყარებლად ბრუნოს კიდევ ერთი მატჩი ექნება, რომელშიც იუნაიტედი სტუმრად ბრაიტონს დაუპირისპირდება.
მანჩესტერმა 68 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ ასტონ ვილას უკვე 6 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს მე-3 ადგილი განაღდებული აქვს.