ჩაბი ალონსო პრემიერ ლიგაში იმუშავებს.
ლონდონის ჩელსიმ ესპანელი სპეციალისტის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
ჩაბიმ ჩელსისთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სტემფორდ ბრიჯზე საქმიანობას ოფიციალურად 2026 წლის 1 ივლისიდან დაიწყებს.
თავის განცხადებაში ჩელსი ხაზს უსვამს, რომ ალონსო არა მთავარი მწვრთნელი, არამედ გუნდის მენეჯერი იქნება - ანუ ის იქნება პასუხისმგებელი კლუბის ტრანსფერებზე, ფეხბურთელთა კონტრაქტებზე და სხვა მსგავს საკითხებზე. წინა ორ მწვრთნელს - ენცო მარესკას და ლიამ როსენიორს მხოლოდ მთავარი მწვრთნელის წოდება ჰქონდათ.
ჩაბის უკანასკნელი სამუშაო ადგილი მადრიდის რეალი იყო, რომელიც მან ამ სეზონის სტარტზე ჩაიბარა, თუმცა იანვრის დასაწყისში თანამდებობა დაატოვებინეს.