• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
კერიკი: "ფეხბურთელს ეგო სჭირდება"
ფეხბურთიფეხბურთი

კერიკი: "ფეხბურთელს ეგო სჭირდება"

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ იუნაიტედის დროებითი მთავარი მწვრთნელი, მაიკლ კერიკი, მიიჩნევს, რომ გუნდის წარმატებისთვის ფეხბურთელების ეგოს ჩახშობა კი არა, მისი სწორად გამოყენებაა საჭირო.


44 წლის სპეციალისტმა, რომელმაც წითელი ეშმაკების რიგებში თავის დროზე 464 მატჩი ჩაატარა და არაერთი ტიტული მოიგო, რუბენ ამორიმის წასვლის შემდეგ გუნდში სიტუაციის გამოსწორება შეძლო. იუნაიტედი სეზონს მესამე ადგილზე ასრულებს და ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე განაღდებული აქვს, კერიკის გრძელვადიანი კონტრაქტი კი მხოლოდ დროის ამბავია.

როდესაც კერიკს ჰკითხეს, იყო თუ არა გასახდელში არსებული კარგი ატმოსფერო ეგოს სრული გაქრობის შედეგი, მან უპასუხა, რომ უმაღლეს დონეზე თამაშისას საკუთარი თავის რწმენა და გარკვეული ეგო აუცილებელია. მისი თქმით, მთავარია, რომ ფეხბურთელებმა პირადი ამბიციები და სიამაყე გუნდის ინტერესებს დაუმორჩილონ.


კერიკმა მაგალითად მადრიდის რეალი მოიყვანა, სადაც ალვარო არბელოას მისვლას გასახდელში დაპირისპირება და სეზონის ჩავარდნა მოჰყვა, მაშინ როცა იუნაიტედში ყველამ ერთი მიზნისკენ დაიწყო ყურება.


კერიკმა განაცხადა:


ვფიქრობ, რომ საკუთარი ეგოს გუნდისთვის გამოყენება მნიშვნელოვანია. უნდა გქონდეს რაღაც, რისთვისაც იბრძოლებ. იმედი მაქვს, რომ ამას სწორად ვამბობ. ეს არ უნდა იყოს ეგო, რომელიც მხოლოდ ინდივიდუალური ან რაიმე ფორმით ნეგატიურია. ვფიქრობ, ეს არსებითად საკუთარი თავისა და იმით სიამაყეა, რისკენაც იღწვი.


კვირას მანჩესტერელები სეზონის ბოლო საშინაო მატჩში ნოტინგემ ფორესტს უმასპინძლებენ, რაც კლუბისთვის ბოლო 111 წლის განმავლობაში ყველაზე მოკლე სეზონის ფინალი იქნება. ეს შეხვედრა ემოციური გამოდგება კაზემიროსთვის, რომელიც ოლდ ტრაფორდის პუბლიკას დაემშვიდობება.


ამავდროულად, იუნაიტედის ყურადღების ცენტრში იქნება მეტოქის ნახევარმცველი ელიოტ ანდერსონი. კერიკმა შეაქო ახალგაზრდა ინგლისელი, თუმცა მანჩესტერ სიტის ინტერესისა და ფორესტის მიერ დაწესებული მაღალი ფასის გამო, მისი ტრანსფერი წითელ ეშმაკებში ნაკლებად სავარაუდოა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

კაზემირო
მაიკლ კერიკი
მანჩესტერი
პრემიერ ლიგა
რუბენ ამორიმი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფაბრიციო ჩელსის ახალი მწვრთნელის ვინაობას ასახელებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფაბრიციო ჩელსის ახალი მწვრთნელის ვინაობას ასახელებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა უფლებებით მიდის ალონსო ჩელსიში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა უფლებებით მიდის ალონსო ჩელსიში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სალაჰი ლივერპულის სათამაშო სტილს აკრიტიკებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სალაჰი ლივერპულის სათამაშო სტილს აკრიტიკებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ასტონ ვილას ბარსას ვარსკვლავის ყიდვა სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ასტონ ვილას ბარსას ვარსკვლავის ყიდვა სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

ფაბრიციო ჩელსის ახალი მწვრთნელის ვინაობას ასახელებს

News image

4 სთ წინ

რა უფლებებით მიდის ალონსო ჩელსიში?

News image

1 სთ წინ

სალაჰი ლივერპულის სათამაშო სტილს აკრიტიკებს

News image

1 სთ წინ

ასტონ ვილას ბარსას ვარსკვლავის ყიდვა სურს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება