ლონდონის ჩელსი ჩაბი ალონსოს დიდ ნდობას უცხადებს.
როგორც ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, ესპანელი სპეციალისტი ჩელსის არა მთავარი მწვრთნელი, როგორც ბოლო ორი სპეციალისტი იყო (მარესკა და როსენიორი), არამედ მენეჯერი იქნება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ალონსოს ჩელსის ბოლო ორ მწვრთნელზე მეტი უფლებები ექნება - ის უფრო მეტად იქნება ჩართული კლუბის საქმეებში, ტრანსფერებში და მსგავს საკითხებში.
ბოლო ორ მწვრთნელს ჩელსიში მხოლოდ მთავარი მწვრთნელის სტატუსი ჰქონდა.
რამდენადაც პრესისთვის არის ცნობილი, უახლოეს პერიოდში ჩაბი ჩელსისთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.