ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ბერნარდუ სილვას ემოციური გამომშვიდობება გვარდიოლასთან
ფეხბურთიფეხბურთი

ბერნარდუ სილვას ემოციური გამომშვიდობება გვარდიოლასთან

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ სიტის კაპიტანმა, ბერნარდუ სილვამ, პეპ გვარდიოლასთან თავის ღრმა კავშირზე ისაუბრა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის ეთიჰადზე ბოლოა.


პორტუგალიელმა ფლეიმეიკერმა ეს განცხადება ინგლისის თასის ფინალში ჩელსის დამარცხების (1:0) შემდეგ გააკეთა, სადაც გამარჯვების გოლი ანტუან სემენიომ გაიტანა. ამ გამარჯვებით მანჩესტერ სიტიმ მიმდინარე სეზონში შიდა თასების დუბლი შეასრულა.

ბერნარდუ სილვა 2017 წელს მონაკოდან მოსვლის შემდეგ გუნდის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა და კლუბთან ერთად 20 ტროფეი მოიგო. მან გულწრფელად ისაუბრა კატალონიელი სპეციალისტის უდიდეს გავლენაზე:

მან ფეხბურთზე ჩემი წარმოდგენა სრულიად შეცვალა. ჩემი კარიერის 80 პროცენტი მის ხელში გავატარე. ყველაფერს, რის მიღწევასაც ვიმედოვნებდი, მასთან ერთად მივაღწიე. ჩვენ ძალიან მტკიცე ურთიერთობა გვაქვს, თავისი იმედგაცრუებებითა და უდიდესი მიღწევებით


კაპიტნის წასვლა სამწვრთნელო შტაბის მიერ მიღებული გათვლილი გადაწყვეტილებაა, რომელიც გუნდის მომავალ განახლებას უკავშირდება. ამავდროულად, თავად გვარდიოლას მომავალიც ბურუსითაა მოცული, თუმცა ბერნარდუ სილვა მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია:


მანჩესტერ სიტი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ეს მისი გადაწყვეტილებაა და ჩემი საქმე არ არის ამაზე კომენტარის გაკეთება. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. მასთან მუშაობით და ამ საერთო მომენტებით უდიდესი სიამოვნება მივიღე


ინგლისის თასისა და კარაბაოს თასის მოგების შემდეგ, ბერნარდუ სილვას მანჩესტერ სიტიში ბოლო მისია დარჩა, პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლა, სადაც გუნდი ლიდერ არსენალს ორი ქულით ჩამორჩება და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბორნმუთსა და ლიდსს დაუპირისპირდება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მან სიტი
პეპ გვარდიოლა
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სიტიმ ასოციაციის თასზე უნიკალური რეკორდი დაამყარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტიმ ასოციაციის თასზე უნიკალური რეკორდი დაამყარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალონსო პრემიერ ლიგაში - მწვრთნელმა ჩელსისთან კონტრაქტი შეათანხმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალონსო პრემიერ ლიგაში - მწვრთნელმა ჩელსისთან კონტრაქტი შეათანხმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფაბრიციო ჩელსის ახალი მწვრთნელის ვინაობას ასახელებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფაბრიციო ჩელსის ახალი მწვრთნელის ვინაობას ასახელებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა უფლებებით მიდის ალონსო ჩელსიში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა უფლებებით მიდის ალონსო ჩელსიში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

სიტიმ ასოციაციის თასზე უნიკალური რეკორდი დაამყარა

News image

3 სთ წინ

ალონსო პრემიერ ლიგაში - მწვრთნელმა ჩელსისთან კონტრაქტი შეათანხმა

News image

1 სთ წინ

ფაბრიციო ჩელსის ახალი მწვრთნელის ვინაობას ასახელებს

News image

10 წთ წინ

რა უფლებებით მიდის ალონსო ჩელსიში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება