ჯანლუიჯი ბუფონმა ვრცელ ინტერვიუში საკუთარ კარიერასა და გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. ლეგენდარულმა მეკარემ აღნიშნა, რომ ბოსნიასთან მარცხის შემდეგ პასუხისმგებლობა აიღო და წავიდა, რადგან მისი თქმით, იშვიათი იტალიელია, ვინც უკან არ იხევს და შედეგებზე აგებს პასუხს.
პარალელურად, მან კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ჯენარო გატუზოს და განაცხადა, რომ ის ნაკრებისთვის იდეალური არჩევანი იყო.
ყოფილმა მეკარემ სერია A-ში კომოს შანსებიც შეაფასა. ბუფონმა უარყო გავრცელებული მოსაზრება, თითქოს სესკ ფაბრეგასის გუნდი საჩემპიონო ტიტულისთვის იბრძოლებს. მისი აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პარალელურად, კომოსთვის ოთხეულში მოხვედრა უდიდესი წარმატება, ხოლო მესამე ადგილზე გასვლა ნამდვილი სასწაული იქნება.
ბუფონმა იუვენტუსში გატარებული ყველაზე რთული პერიოდიც გაიხსენა. 2010-2011 წლებში, ზურგის მძიმე ტრავმის გამო მან ექვსი თვე გამოტოვა, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ კი თავი ზედმეტ ტვირთად იგრძნო. უსამართლობის განცდის გამო მან კლუბთან კომუნიკაცია გაწყვიტა და სამი-ოთხი თვის განმავლობაში ზარებსაც არ პასუხობდა.
ამ კრიზისულ პერიოდში ბუფონი ტურინული გრანდის დატოვებას სერიოზულად განიხილავდა. 32 წლის მეკარის დამატებით იმ დროს რომა და არსენალი ინტერესდებოდნენ. თუმცა, ხელმძღვანელობასთან გამართულმა პირველმა პირისპირ შეხვედრამ და გამჭვირვალე დიალოგმა სიტუაცია განმუხტა, რის შემდეგაც იტალიელმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.