იუვენტუსმა მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.
ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს მე-4 ტურში სტუმრად სასუოლოსთან დამარცხდა (2:3). მანამდე ტურინელებმა ფრე ითამაშეს მილანთან (1:1), ხოლო უფრო ადრე პარმასა (2:0) და ფროზინონეს (1:0) სძლიეს.
ამ დროისთვის ტურინელები იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებენ. 17 სექტემბერს ისინი ევროპა ლიგაზე ნეკ-ს უმასპინძლებენ, ხოლო 20 სექტემბერს სერია A-ში ატალანტას შეხვდებიან.
1-0 ესპოზიტო 65'
1-1 ჟეგროვა 82'
2-1 ბოვიე 89'
2-2 ჟეგროვა 90+1'
3-2 აჯიჩი 90+4'