ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ექრემ კონურის განცხადებით, გიორგი კვერნაძის ბრწყინვალე ფორმამ ევროპული კლუბების ყურადღება მიიქცია.
ჟურნალისტის ინფორმაციით, 23 წლის შემტევის ტრანსფერის თაობაზე ფროზინონესთან დისკუსიები უკვე გამართეს რომამ და ევერტონმა. ორივე კლუბი მზად არის, ქართველ ფეხბურთელს 3-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს.
საგულისხმოა ტრანსფერის ფინანსური დეტალებიც: ზაფხულში კვერნაძის გამოსასყიდი თანხა 4 მილიონი ევრო იქნება. ფროზინონეს სურს, რომ მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს და ეს თანხა გაზარდოს, მით უმეტეს, რომ Transfermarkt-ზე ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება უკვე 8 მილიონ ევროს შეადგენს. მოქმედი ხელშეკრულება კი მას გუნდთან 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
რომასა და ევერტონის გარდა, ქართველი გარემარბის ირგვლივ შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდებიან ისეთი გუნდები, როგორებიც არიან მონაკო, ნაპოლი, კრისტალ პალასი, ჰალ სიტი, დორტმუნდი და ფენერბაჰჩე.
მიმდინარე სეზონში კვერნაძეს ყველა ტურნირზე 10 საგოლე მოქმედება (5 გოლი და 5 ასისტი) აქვს შესრულებული.