გიორგი კვერნაძის რომასთან დაკავშირების ამბავს იტალიურ ფეხბურთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
დედაქალაქური კლუბისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, დიეგო პეროტიმ ქართველი შემტევის შესაძლო ტრანსფერი გააანალიზა.
ვეტერანი ფეხბურთელი კვერნაძის ნიჭს აღიარებს, თუმცა გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს:
მას აქვს ხარისხი, თუმცა იმდენიც არ მინახავს, რომ გადაჭრით ვთქვა, არის თუ არა უკვე მზად ისეთი დიდი ასპარეზისთვის, როგორიც რომაული კლუბია
მიუხედავად ამისა, პეროტი თვლის, რომ რომას შეტევის გაძლიერება აუცილებლად ესაჭიროება. მისი თქმით, შემადგენლობას ნამდვილად სჭირდება მოთამაშე, რომელიც დიბალასა და სულეს გვერდით წინ ხაზს ხარისხს შემატებს. პელეგრინისთან ერთად, მსგავსი ფეხბურთელის დამატება გუნდისთვის საკმაოდ სასარგებლო იქნება.
რომა კვერნაძის ტრანსფერს იანვარშივე გეგმავს - რას წერს პრესა