იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კვერნაძის წარმატებული სეზონი და მსგავსება კვარაცხელისთან
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

კვერნაძის წარმატებული სეზონი და მსგავსება კვარაცხელისთან

9 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფროზინონეს ხელმძღვანელობა გიორგი კვერნაძის შენარჩუნებასა და მისი კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს.


კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რენცო კასტანინიმ დაადასტურა, რომ მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

მართალია, ქართველ შემტევს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა იტალიელებისთვის მთავარ საფრთხეს გამოსასყიდი პუნქტი წარმოადგენს. მომავალი წლის ივნისში ეს მუხლი ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს შეეძლება კვერნაძის სულ რაღაც 4 მილიონ ევროდ წაყვანა. ფროზინონეს კი მისი გაყიდვა მომავალში მინიმუმ 20 მილიონად სურს. ამიტომ, ახალი კონტრაქტის გაფორმება და გამოსასყიდი ფასის გაზრდა მათთვის პრიორიტეტულია. სანაცვლოდ, კლუბი მზადაა გიორგის ამჟამინდელი ანაზღაურება (200 000 ევრო წელიწადში), რაც სერია A-ს დონისთვის საკმაოდ დაბალია, საგრძნობლად გაზარდოს.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა თავად ფეხბურთელი ამ პირობებს, თუმცა კასტანინი ოპტიმისტურადაა განწყობილი და მას ხვიჩა კვარაცხელიასაც ადარებს:


მოლაპარაკებების პროცესში ვართ. კონტრაქტის განახლებისას მსგავსი დეტალების შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერს მოვაგვარებთ. მას ბრწყინვალე მომავლის პოტენციალი აქვს და ფიზიკურად საუკეთესო დონეზეა. ვინმეს რომ უნდა შევადარო, თამამად დავასახელებდი კვარაცხელიას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ხმამაღალი შედარებაა


გიორგი კვერნაძე მიმდინარე სეზონში მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება. იტალიის ჩემპიონატსა და თასზე ჩატარებულ 12 მატჩში მის ანგარიშზე 5 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა (უშუალოდ სერია A-ს 11 თამაშში 3 გოლი, 4 ასისტი და 1 მოპოვებული პენალტი აქვს). ასეთი სტატისტიკის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ქართველით უკვე ინტერესდებიან ისეთი კლუბები, როგორებიც არიან რომა, ნაპოლი, ევერტონი, კრისტალ პალასი და მონაკო.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

გიორგი კვერნაძე
პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კვარაცხელიას ნაცვლად ლუის დიასი? რა იწერება ფრანგულ პრესაში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიას ნაცვლად ლუის დიასი? რა იწერება ფრანგულ პრესაში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სობოსლაი თბილისში არ ითამაშებს? რას წერს უნგრული მედია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სობოსლაი თბილისში არ ითამაშებს? რას წერს უნგრული მედია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა პსჟ-ში? არსენალის მწვრთნელი პარიზელთა რადარზეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა პსჟ-ში? არსენალის მწვრთნელი პარიზელთა რადარზეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფას აკრძალვის მიუხედავად - 200-მდე უნგრელი ფანი თბილისშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფას აკრძალვის მიუხედავად - 200-მდე უნგრელი ფანი თბილისშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 სთ წინ

კვარაცხელიას ნაცვლად ლუის დიასი? რა იწერება ფრანგულ პრესაში

News image

3 სთ წინ

სობოსლაი თბილისში არ ითამაშებს? რას წერს უნგრული მედია

News image

3 სთ წინ

არტეტა პსჟ-ში? არსენალის მწვრთნელი პარიზელთა რადარზეა

News image

2 სთ წინ

უეფას აკრძალვის მიუხედავად - 200-მდე უნგრელი ფანი თბილისშია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება