ბარსელონასთან მიღებული უმძიმესი ტრავმის გამო, ხვიჩა კვარაცხელია მოედანს მინიმუმ 6 თვით დაემშვიდობა.
ქართველი შემტევის ხანგრძლივი არყოფნა პარი სენ-ჟერმენისთვის სერიოზულ დარტყმად იქცა, რის გამოც კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გარემარბის დამატებას აქტიურად გეგმავს.
ფრანგული გამოცემა Foot01 კოლუმბიურ პრესაზე დაყრდნობით წერს, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა მთავარ სამიზნედ ლუის დიასი შეარჩია. 29 წლის სამხრეთამერიკელმა მიუნხენის ბაიერნში 2025-2026 წლების სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და პარიზელთა ხელმძღვანელობა სწორედ მას განიხილავს ხვიჩას იდეალურ შემცვლელად.
თუმცა, პსჟ-ის ამ გეგმას დიდი წინაღობა აქვს: დიასს ბაიერნთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და პარადოქსია, მაგრამ ამჟამად თავადაც ტრავმირებულია. მეტიც, ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ირწმუნებიან, რომ კოლუმბიელი ვარსკვლავი ახლა მხოლოდ გამოჯანმრთელებასა და გერმანულ გრანდში სათამაშო ფორმის დაბრუნებაზე ფიქრობს, რაც მის პარიზულ ტრანსფერს კიდევ უფრო ართულებს.