გიორგი ჩაკვეტაძე იტალიის სერია A-ს მატჩში ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა.
უდინელთა მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა ქართველი ნახევარმცველის ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დაყენება გადაწყვიტა, თუმცა, სავარაუდოდ, იგი პოზიციას იურგენ ეკელენგკამპთან ხშირად გაცვლის - ზებრები თამაშს 3-4-2-1 სქემით იწყებენ.
ჩემპიონატის მე-5 ტურის ეგიდით, უდინეზე სტუმრად ტორინოს ხვდება - ორივე გუნდს 4-4 ქულა აქვს. შეხვედრა 22:45 საათიდან გაიმართება.
გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-ში დებიუტი ჯუზეპე მეაცაზე ჰქონდა, როცა ინტერთან ბოლო 17 წუთი გაატარა მოედანზე, შემდეგ კი კალიარისთან ერთი ტაიმი ითამაშა.