საბა გოგლიჩიძემ მონცას რიგებში სადებიუტო მატჩი სტადიო ოლიმპიკოზე, ლაციოსთან ჩაატარა და გოლიც გაიტანა. მისი გუნდი 1:3 დამარცხდა.
გოგლიჩიძე ისტორიაში მე-6 ქართველია, ვინც სერია A-ს მატჩში გოლის გატანა შეძლო. აი, ვინ არიან სხვები და რამდენი შეაგდეს:
1. ხვიჩა კვარაცხელია - 28 გოლი;
2. კახა კალაძე - 13 გოლი;
3. ლევან მჭედლიძე - 11 გოლი;
4. გიორგი კვერნაძე - 3 გოლი;
5. ლუკა ლოჩოშვილი - 1 გოლი;
6. საბა გოგლიჩიძე - 1 გოლი.
შესაბამისად, ამ მომენტისთვის იტალიის ელიტარულ დივიზიონში ქართველების ანგარიშზე 57 გოლია.
მიმდინარე სეზონის სერია A-ში 3 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და ამ რიცხვის გაზრდა თითოეულ მათგანს შეუძლია - გოგლიჩიძის გარდა, გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე) და გიორგი კვერნაძე (ფროზინონე).
VIDEO: დებიუტი ოლიმპიკოზე - გოგლიჩიძის პირველი გოლი სერია A-ში