მარიამ მაისურაძემ 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში 23 წლის მარიამ მაისურაძემ (49 კილოგრამი) ბრწყინვალედ იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 76 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში 96 კილოგრამს გაუმკლავდა.
ორჭიდის ჯამში მაისურაძემ 172 კილოგრამი მოაგროვა, სამივე კომპონენტში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.